„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 6 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 6 წლის იუბილეს აღნიშნავს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ისტორია 2014 წლიდან იწყება - 6 წლის წინ კომპანიამ „ტოიოტა კავკასიისგან“ „ტოიოტას“ დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო და აქტიურად დაიწყო „ტოიოტას“ ავტომობილების რეალიზაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმავე წელს გაიხსნა განახლებული სერვისცენტრი, რომელიც უნიკალურია მისი მასშტაბით და გამოირჩევა მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობით.

„პროექტი განხორციელდა „თიბისი ბანკის“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მხარდაჭერით. „თეგეტა მოტორსმა“ პროექტში 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა მოტორსის“ რიგით მე-5 შვილობილი კომპანიაა. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს. ამასთანავე კომპანიამ მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის დანერგა სერვისი - „ტოიოტა კომფორტი“. 2016 წელს კი შეიქმნა Toyota PLUS, რომლის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ჩააბაროს მისი კუთვნილი ნებისმიერი მარკის ავტომობილი საბაზრო ღირებულებით და სხვაობის დამატებით გაიყვანოს მისთვის სასურველი ახალი ტოიოტა.

2019 წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და შეიქმნა „მწვანე გზის კლუბი“, რომლის წევრებსაც წარმოადგენენ „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ შეძენილი ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი მოდელების მფლობელები. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს გარემოზე ზრუნვა.

გამორჩეული იყო 2020 წელი, როდესაც კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა როგორც სრულიად მსოფლიო, ასევე ლოკალური ბიზნეს სუბიექტები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე „ტოიოტა ცენტრი ტეგეტამ“ დანერგა სხვადასხვა ციფრული პლატფორმები, როგორებიცაა ავტომობილების ონლაინ მაღაზია და შოურუმი, ავტომობილების შეკვეთის და რეზერვაციის ონლაინ სერვისი. ასევე შეიქმნა ავტოსერვისზე ჩაწერის მობილური აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია Android-ის და IOS-ის ოპერაციული სისტემებისთვის.

2020 წლის ზაფხულიდან „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ დაზღვევას „ტოიოტა კასკოს“, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სადაზღვევო პირობებით გამოირჩევა. ასევე შემოდგომიდან „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ერთგულ მომხმარებლებს გადაეცემათ „ლოიალობის ბარათები“, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ დააგროვონ ქულები და შემდეგ სურვილისამებრ გამოიყენონ პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ფილოსოფიის მთავარ არსს წარმოადგენს იაპონური სიტყვა „კაიზენი“, რაც ნიშნავს მუდმივ სწრაფვას უკეთესობისკენ. კომპანია თითოეული პროექტის განხორციელებისას სწორედ ამ მიდგომით ხელმძღვანელობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება