რომან გოცირიძე - ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ფასები გაექცათ, ეკონომიკა დაექცათ

ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ფასები გაექცათ, ეკონომიკა დაექცათ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტის ეს პროექტი გადასაგდებია, რადგან ის „წარუმატებლობის ფორმულაა“.

„ეს არის პარლამენტში ბოლო კომიტეტის სხდომა, სადაც მონაწილეობს მთავრობა და ეროვნული ბანკი. როგორ შეიძლება დავახასიათოთ 8 - წლიანი მუშაობა ერთი ლოზუნგით, რომელიც დაკავშირებულია დღევანდელ ბიუჯეტთან - ლარი გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ფასები გაექცათ, ეკონომიკა დაექცათ. აი ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ბიუჯეტის შეფასება და ბიუჯეტში ყველაფერი ჩანს. შემოიტანეს ნახევარფაბრიკატი, ამბობენ, რომ როგორ განვითარდება პანდემია არ ვიცით და ჯანდაცვის ხარჯები ბოლომდე არ არისო წარმოდგენილი, როგორ არ იციან როგორ განვითარდება - განვითარდა საშინელი სცენარით, გუშინ 900, დღეს 800, რასაც მოსდევს ძალიან დიდი ხარჯები და ძალიან მძიმე შედეგები ჯანდაცვის მიმართულებით, აი ეს არის პოპულისტური ქმედებების შედეგები, როცა ხელისუფლებამ საკუთარი თავი გამოაცხადა კოვიდზე გამარჯვებულ პარტიად და წინასაარჩევნოდ 8- გვერდიან გაზეთებს არიგებდნენ, სად არის ეს წარმატებული გაზეთები, რატომ დაწვეს? იმიტომ, რომ ასეთი საშინელი შედეგი მივიღეთ მათი არასწორი ეკონომიკური თუ ჯანდაცვის პოლიტიკის გამო. 5 მილიარდი ჰქონდათ ხელში, 5 თვე ჰქონდათ ხელში და ვერც ერთი გამოიყენეს და ვერც მეორე. ეს ბიუჯეტი არის გადასაგდები, ის არის სიღატაკის ბიუჯეტი, ეკონომიკის ჭაობში ჩარჩენის ბიუჯეტი, 2 კვირის შემდეგ ქვეყანას ექნება სხვა ბიუჯეტი, იქნება ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, სტაბილურ ფასებსა და სტაბილურ ლარს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

იხილეთ ვიდეო: ბიუჯეტის ეს პროექტი გადასაგდებია, რადგან ის სიღატაკის ბიუჯეტია - რომან გოცირიძე

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო