მედია -  კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მოსკოვის წინასწარი დაკავების დაწესებულებები ეჭვმიტანილებს დროებით აღარ მიიღებს

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მოსკოვის თითქმის ყველა წინასწარი დაკავების იზოლატორი ეჭვმიტანილებს დროებით აღარ მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორები ეჭვმიტანილების მიღებას 19 ოქტომბრიდან შეაჩერებენ.

„ეჭვმიტანილების მიღება, შემდგომ შეტყობინებამდე, მხოლოდ #7 იზოლატორში მოხდება“, - აცხადებენ კომისიაში.

ცნობისათვის, რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 15 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 5 049 - მოსკოვში გამოვლინდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს