კაპანაძე - ასობით შემთხვევაა, როცა „ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებთან მიდიან და სამსახურის დაკარგვით, ან სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან

ასობით შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიდიან ადამიანებთან და სამსახურის დაკარგვით, ან სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აგრესიული ფორმით მოსახლეობასთან მიდიან და პირდაპირ ემუქრებიან სამსახურის დაკარგვით.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. ვნახეთ შემთხვევები მაღალმთიან რაიონში, როდესაც პირდაპირ აიპ-ისა და სიპ-ების აწერინებდნენ ვისი თანამშრომლები იყვნენ და აკეთებდნენ სიებს. ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც სკოლის დირექტორებსაც ხსნიდნენ და ეს პროცესი კიდევ გრძელდება.

ადამიანებთან აგრესიული ფორმით მიდიან „ოცნების“ წარმომადგენლები, პირდაპირ ემუქრებიან სამსახურის დაკარგვით, სოციალური დახმარების მოხსნით, ან პენსიის შეწყვეტით. ეუბნებიან, რომ თქვენი შვილი მუშაობს საჯარო სამსახურში და დაკარგავს სამსახურს, ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია, უბრალოდ ყველას არ შეუძლია, რომ გამოვიდეს და საჯაროდ დააფიქსიროს ეს პოზიცია, ამიტომ ნინო გედენიძეს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ არ ეშინია და თამამად შეუძლია თქვას ის, რაც მოხდა.

ადამიანის მიმართ მუქარით „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლებელია. არ ღირს ასეთ ქმედებად ხელისუფლება და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს, რომელთაც მართლაც სურთ გარდამტეხი ცვლილებები, ამას გაითვალისწინებენ 31 ოქტომბერს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, ნინო გედენიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ მასთან მისული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მოსთხოვეს დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, თუ ვის აძლევდა ხმას არჩევნებზე. გედენიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან არ გაამჟღავნა საკუთარი პოზიცია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აგრესიულად მიმართავდნენ.

„3 კვირის წინ, კარდაკარის ფორმატში იყო მოსული ქალბატონი და თავიდანვე კატეგორიულ ფორმატში მოითხოვა კარის გაღება, შემდეგ ასეთივე ტონით მკითხა, თუ ვის ვაძლევ ხმას, მე არ გამიჩნდა სურვილი და ვუთხარი, რომ არ ვეტყოდი. ამ ადამიანმა კი მომენტალურად გააკეთა დასკვნა, რომ რაკი ვმალავდი ჩემს პოზიციას, ვიყავი ოპოზიციის მხარდამჭერი.

3 დღის წინ კვლავ მოვიდა ეს ქალბატონი და მეუბნება, რომ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და იცის, რომ მე არ ვარ მისი ამომრჩეველი. ამავე დროს, მიფიქსირებს ჩემს სამუშაო ადგილს, სახელს და გვარს და მაწვდის „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის სააგიტაციო მასალას. როდესაც მე ვუთხარი ამ ქალბატონს, რომ ეს იყო ზეწოლა და ვთხოვე, რომ გაემჟღავნებინა სახელი და გვარი, მან არ მიპასუხა. შემთხვევით კარდაკარ მოსიარულე ადამიანმა არ უნდა იცოდეს მე სად ვმუშაობ, მან ძალიან კარგად იცოდა სად ვმუშაობდი და გამაფრთხილა ირიბად, რომ ხმა მიმეცა „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ნინო გედენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა