ლევან გოგიჩაიშვილი - იმის გამო, რომ ვიღაცის ცოლის დაქალი პარლამენტში შევიდეს, ჩვენი მოქალაქეები რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ

თუ ამ პირობებში გაგრძელდება კამპანია და ამ პირობებში ჩატარდება არჩევნები, ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე შეიძლება არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რა პოზიცია აქვს პატია "ლელო საქართველოსთვის" წევრის ლევან კობერიძის პოზიციაზე არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვაზე.

გოგიჩაიშვილის თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემო.

"ყველაზე მთავარი რაც არის - შესაძლებლობა, იმისა, რომ ამომრჩეველთან შეუფერხებლად იყოს კომუნიკაცია. ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, მეორე საკითხი- ხელისუფლებამ ფაქტობრივად ჩააგდო პროცესი - ჩვენ შევდივართ ფაზაში, სადაც რამდენიმე დღეში ფიზიკურად შეიძლება ვერ მოვახდინოთ ძალიან მძიმე ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია. პრობლემებია ჰოსპიტლებთან,საწოლებთან დაკავშირებით. ხელისუფლება ქვეყანაში აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ასეთი მასშტაბის პანდემიას. იმის ნაცვლად, რომ მომზადებულიყვნენ მთელი ზაფხული ტრაბახსა და საკუთარი თავის ქებაში გაატარეს და ისეთ რიტორიკაში, რომ ჩვენ კორონა დავამარცხეთ,საზღვარი გავხსენით და ა.შ. ყოველდღიურად ძალიან დიდი მასშტაბის პანდემიას აქვს ადგილი ქვეყანაში, ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან.

აჭარაში, ვფიქრობ ყურადღება არის მისაქცევი და მედიას ვთხოვ აქცენტი გააკეთონ, რა ხდება აჭარაში. არათუ მკურნალობაზეა საუბარი, ტესტების აღების პრობლემაც დგას , იმიტომ, რომ მძიმე მდგომარეობაა. თბილისშიც იგივე იქნება, თუ ასე გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივმართეთ გახარიას, გვაინტერესებდა ის ზღვარი, რომლის იქითაც შესაძლებელია სხვადასხვა საკითხებზე ვიფიქროთ, ამ შემთხვევაში, არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. თუ ამ ტემპით გაგრძელდება პანდემია არჩევნების დღისთვის, ამ ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვი, იზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი, გადააჭარბებს რამდენიმე ათასს და ისინი ფიზიკურად ვერ მოვლენ არჩევნებზე".- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების გადადებას თავისი ლოგიკა აქვს.

"გადადების მექანიზმი არსებობს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკვე ავტომატურად იწვევს პროცესის გადადებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს ბერკეტი არ გვიპყრია ხელში. ვისაც ეს ბეკეტი ხელში უპყრია, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება, იმიტომ, რომ 31 ოქტომბამდე ღია იყოს ქვეყანა და 2 ნოემბერს ხელისუფლებამ უცებ გადაწყვიტოს, რომ დაკეტოს, ეს ძალიან დიდი სირცხვილი და პრობლემა იქნება, ამის პესპექტივას ვერ ვხედავ. ამიტომ, ჯობია, თუ ახლა შეიძლება რამე მოხდეს, ახლა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ და ყველა არასასურველ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას, თითოეულ დეპუტატს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, რადგანაც იმის გამო, რომ ვიღაცის ცოლის დაქალი პარლამენტში შევიდეს, ჩვენი მოქალაქეები რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს