ეპიდვითარების გამო, „ევროპული საქართველო" ხვალ დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქცია-მსვლელობას აუქმებს

„ევროპული საქართველო" ხვალ დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქცია-მსვლელობას, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების პრევენციის გამო, აუქმებს.

როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად დაგეგმილი აქცია-მსვლელობის გაუქმებისა, „ევროპული საქართველოს" საარჩევნო კამპანია ჩვეულებრივი რეჟიმში გაგრძელდება.

„ყველა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას და ვხედავთ, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმე ხდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დახარჯა კორონავირუსთან ბრძოლის ყველა ეფექტური საშუალება, ქვეყნისა და ეკონომიკის სრული ჩაკეტვა, იზოლირება და კარანტინი გაზაფხულზე, მაშინ, როცა დღეში იყო 25-30 შემთხვევა და დღეს, როცა დადგა მეორე ტალღა და დღეში გვაქვს 800-900 შემთხვევა, ქვეყანა პრაქტიკულად მოუმზადებელია და ყველა ვხვდებით მეორე ტალღას უფრო გაღარიბებული მოსახლეობით, უკვე გაჩერებული ეკონომიკითა და მოუმზადებელი ჯანდაცვით. ასეთ პირობებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება თოთოეულ ჩვენგანს, რომ გავუფრთხილდეთ მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„ევროპულ საქართველოს" ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მრავალათასიანი აქცია თბილისში, რომელიც უნდა დასრულებულიყო პროტესტის მარშით და მარში დასრულდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს აქცია აღარ შედგეს და ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვაში", - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო: ეპიდვითარების გამო, "ევროპული საქართველო" ხვალ დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქცია-მსვლელობას აუქმებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს