დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე გავისტუმროთ „ქართული ოცნების" ხელისუფლება და მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები

„ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ნაბიჯებით ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანა. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველოს" ამოცანაა, „ქართული ოცნება" არჩევნების გზით ხელისუფლების სათავეს ჩამოაშოროს.

„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე გავისტუმროთ „ქართული ოცნების" ხელისუფლება, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის თითოეული დღე ქვეყანას უფრო მეტად აღარიბებს, უკან მიჰყავს და მოსახლეობა უფრო ღრმა კრიზისში შეჰყავს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს "ქართული ოცნების" მავნებლური ხელისუფლება, ქვეყანა წავიყვანოთ წინ და მოვუტანოთ ცვლილებები. დარჩენილია 15 დღე და შევხედოთ",-განაცხადა ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა