ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, ერისთავისა და გვარამაძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ჯამში, 3 781 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად გაეცნო.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ერისთავისა და გვარამაძეს ქუჩებზე, სადაც რთული მდგომარეობა იყო და ამ დრომდე არ არსებობდა ასფალტის საფარი. პირველ ეტაპზე, კომპანიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოაწესრიგა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ახლა კი, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება სრულდება“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

საგზაო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 296 299 ლარი გამოიყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა