ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშის შეხვდა.

„შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული წინასარჩევნო გარემო იყო . ელჩი დაინტერესდა პარტია „ერთიანი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიით, თუ როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძე მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რა არის მისი ძირითადი მესიჯი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ნინო ბურჯანაძემ ელჩს გააცნო საარჩევნოდ სამუშაო განრიგი, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის მიმდინარეობა და თავად ხალხის განწყობა, თუ რამდენად იმედგაცრუებულია საქართველოს მოსახლეობა, რამდენად უიმედოდ და უმწეოდ გრძნობს თავს და რამდენად ნიჰილისტურია მათი განწყობა პოლიტიკოსების მიმართ.

შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ დაშინების მცდელობას, რომელსაც ადგილი აქვს მოსახლეობასთან მიმართებაში, რადგან ხალხი არ მივიდეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრაზე. ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო დამკვირვებლების არჩევნებზე დასწრების აუცილებლობაზე და დასძინა, რომ ხელისუფლება შეეცდება არჩევნების შედეგის გაყალბებას. ელჩმა განაცხადა, რომ გერმანიის საელჩო მუშაობს, რათა საერთაშორისო დამკვირვებელთა რიცხვი გაიზარდოს. ბურჯანაძემ ამ ინიციატივისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო