ლევან გოგიჩაიშვილი - ღარიბაშვილმა პოლიტიკაში მეტი არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ აქოს ბიძინა ივანიშვილი

კოლექტიურ სააკაშვილებზე რომ საუბრობს მექრთამე ღარიბაშვილი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც სახელმწიფოს ჰყოლია, როცა დაინიშნა პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ დააწინაურა ადეიშვილის და მერაბიშვილის ზონდერპოლიციელები, - ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას ოპოზიციას მოღალატე უწოდა.

გოგიჩაიშვილის თქმით, „ფრაქცია- დამოუკიდებელ დეპუტატებს" გარეჯის საკითხთან მიმართებით კითხვები ყოველთვის ჰქონდა.

მისივე თქმით, სამჯერ მისწერეს წერილი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, „მაგრამ მან არ იკადრა პარლამენტში მისვლა".

„ვფიქრობდით, რომ პროცესი საპარლამენტო გზით უნდა წაგვეყვანა და ამ საკითხისთვის ნათელი მოგვეფინა. ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლებას დაცული არ აქვს სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესების იგნორიდან გამომდინარე ჩვენ ვართ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ზუსტად ეს პროკურორი გვიკითხავდა ჩვენ ბრალდებებს, ასევე ზუსტად ეს პროკურორები იყვნენ სააკაშვილის პერიოდში. კოლექტიურ სააკაშვილებზე რომ საუბრობს მექრთამე ღარიბაშვილი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც სახელმწიფოს ჰყოლია, როცა დაინიშნა პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ დააწინაურა ადეიშვილის და მერაბიშვილის ზონდერპოლიციელები. მე მახსოვს სამმართველოში დალაქიშვილის დაწინაურება, რომელიც იყო ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. დღეს, ამ პროცესის ასე წარმართვა ვფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით აზიანებს ამ პროცესს. ამ საკითხზე პროკურორების ენით კი არ უნდა დაეწყოთ მსჯელობა, ჩვენ ამის დრო გვქონდა და საპარლამენტო კომისიებით შეგვეძლო ეს პროცესი სწორად წაგვეყვანა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობა დადგეს, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას „არ აქვს უნარი საზოგადოების 1-ლი ოქტომბრის დაკვეთა შეასრულოს".

„ეს არის მუშტების ჰაერში ქნევა. მათ ყოველთვის შეუძლიათ ჯოხი გადატეხონ ქვედა ზღვარზე, მაგრამ რასაც იმუქრებიან და ჰპირდებიან საზოგადოებას, ვერასდროს გააკეთებენ. ეს არის ჩინჩალაძე-მურუსიძის ხელისუფლება. პირდაპირ გეუბნებით, არაფრის თავი არ აქვს ღარიბაშვილს. ქვეყანაში 2 ნოემბერს დასრულდება საუბარი ამ საკითხზე, როგორ კი ჩათვლის "ქართული ოცნება", რომ მისი მიზანი არის მიღწეული. მათ ძალიან ცუდი პროცესი დაიწყეს და დაიწყეს არასწორად. მე დღემდე მჯერა, რომ წინა ხელისუფლებამ დააშავა გარეჯის საკითხთან მიმართებით,მაგრამ ამას სჭირდება სწორად დამტკიცება და არა ეს წინასაარჩევნო ისტერიკა, რისი გამოყენებაც უნდა „ქართულ ოცნებას", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა და დასძინა, რომ „ღარიბაშვილმა პოლიტიკაში მეტი არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ აქოს ბიძინა ივანიშვილი".

იხილეთ ვიდეო: ღარიბაშვილმა პოლიტიკაში მეტი არაფერი იცის, გარდა იმისა, რომ აქოს ბიძინა ივანიშვილი - ლევან გოგიჩაიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა