ლადო კახაძე - კოვიდი არის არა ერთი, არამედ იმდენი, რამდენიც ჩვენ ვართ და როცა კოვიდვირუსი შენთან შემოვა, როგორც დახვდები, ისეთივე გამოვლენა ექნება

მედიცინა საერთო სტანდარტს არ ცნობს - კოვიდი არის არა ერთი, არამედ იმდენი, რამდენიც ჩვენ ვართ და როცა კოვიდვირუსი შენთან შემოვა, როგორც დახვდები, ისეთივე გამოვლენა ექნება, - ასეთი განმარტება პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ გააკეთა.

“თუ შენ დახვდები სუსტი, კოვიდი - ძლიერდება და თუ შენ ხარ ძლიერი, კოვიდია სუსტი. ამიტომ ყველა პაციენტი მოითხოვს არა მხოლოდ სტანდარტულ მკურნალობას, არამედ ინდივიდუალურ მკურნალობას. ეს არის ექიმის ხელოვნება. კიდევ მთავარი არის განწყობა - ზოგჯერ გინახავთ, როცა რაღაცაზე გაბრაზებული მანქანით მიდიხარ, წვიმს და “კიდევ წვიმს, ამ მთავრობისო...“ - ბევრს შეუგინია. მნიშვნელოვანია განწყობა, თუ როგორ სვამ წამალს. შეიძლება “რემდესივერი“ მოგცენ, ცუდ განწყობაზე იყო მის მიმართ, ვინც წამალი მოგცა და წამალი არ იმოქმედებს. ქვეყანა გენიალური უზნაძის თეორიის პატრონი ვართ და სრულიად სხვა რამეს ვავლენთ“, - განაცხადა ლადო კახაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე. ამავე კონტექსტში მან აღნიშნა ისიც, რომ “ლოცვა რომ გაუგზავნო, გინებად იგებენ, ეს ცუდია და დაავადება გაიმარჯვებს“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს