ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჯაბა შაინიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სახელმწიფომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამი წლის წინ ბათუმში ბინები გადასცა, თუმცა პირობა დაარღვია. მისი თქმით, 220 ოჯახს დაუსრულებელი ბინა გადასცეს, რასაც წაბლანაში მცხოვრებლები აპროტესტებენ.

" 1989 წლის 19 აპრილს სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესი განვითარდა, სადაც ოჯახის წევრები დავკარგეთ. დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფომ ბინა სამი წლის წინ გადმოგვცა, იმ პირობით, რომ „თეთრი კარკასი“ ჩაგვბარდებოდა. სამწუხაროდ მშენებლობა გაჩერდა და არავინ აპირებს პირობის შესრულებას. გადმოგვცეს დაუსრულებელი ბინები, რისი რემონტის და მოწესრიგების საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. ახლა სახელმწიფოს ვითხოვთ, რომ ბინების რემონტის თანხა აგვინაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ. ასეთ მდგომარეობაშია 220 ოჯახი",- აცხადებს ჯაბა შაინიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა