„თბილისი ენერჯის“ ყველა მომსახურების ცენტრი დისტანციურად იმუშავებს

ქვეყანაში Covid 19-ის მომატებული შემთხვევების გამო, კომპანია „თბილისი ენერჯი“ ინფექციონისტებისა და მთავრობის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. მოსახლეობის, კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მეტი უსაფრთხოებისთვის, „თბილისი ენერჯის“ ყველა მომსახურების ცენტრი იმუშავებს დისტანციურად. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

„დისტანციურ რეჟიმში ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურების მიღება სრულფასოვნად შეგიძლიათ ცხელი ხაზის ნომერზე: 2 40 40 04, „თბილისი ენერჯის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მესენჯერით, ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით www.te.ge, გაზის გაჟონვის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე - 114. გისურვებთ ჯანმრთელობას და დაიცავით გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო