ვახტანგ მჭედლიძე - ეს არის ოპოზიციის ერთიანობა? ეს არის გუნდურობა? სირცხვილია მეგობრებო!

,,ეს არის ოპოზიციის ერთიანობა? ეს არის გუნდურობა? სირცხვილია მეგობრებო! მე უამრავი ლელო მაქვს დადებული ცხოვრებაში და გუნდური შეთანხმება არასოდეს დამირღვევია მოედანზე!“ - განაცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მჭედლიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

პარტიული სიის პირველმა ნომერმა მაჟორიტარობის კადიდატებთან ერთად წარადგინა ფოტომასალა, რომელზეც მათი განმარტებით, ასახულია, თუ როგორ აზიანებენ სხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო/სააგიტაციო მასალას.

ბრიფინგზე ხაზი გაესვა დოკუმენტს - პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, სახელისუფლო პარტიასაც.

,,მინდა გამოვეხმაურო საარჩევნო კამპანიას და იმ დარღვევებს, რომელიც ხორციელდება „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ. მსუბუქად რომ ვთქვათ, უხერხულია, სირცხვილია და კანონდარღვევაა ჩვენი საარჩევნო/სააგიტაციო მასალის დაზიანება და მათზე საკუთარი პლაკატების გადაკვრა. როგორც ჩანს, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიციები იმდენად გამყარდა, რომ უკვე ამგვარი მეთოდებით გვებრძვის თავად ოპოზიცია. ეს არის ოპოზიციის ერთიანობა? ეს არის გუნდურობა? იმის ნაცვლად, რომ ერთიანი ძალებით ოპოზიციამ შევძლოთ სასურველი შედეგის დადება ამ არჩევნებზე, თავად ოპოზიცია ანადგურებს ჩვენს სააგიტაციო მასალებს. „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ტრიბუნასა“ და „ლელოს“ აქტივისტები ასე მუშაობენ! სირცხვილია მეგობრებო! მე უამრავი ლელო მაქვს დადებული ცხოვრებაში და გუნდური შეთანხმება არასოდეს დამირღვევია მოედანზე! „თავისუფალი დემოკრატები“ არ არის თქვენსავით მდიდარი პარტია, ჩვენ მინიმალური რესურსით ვახერხებთ ვაწარმოოთ კამპანია. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, ვიყოთ ჩვენი საერთო შეთანხმების ერთგულნი!“ - განაცხადა ვახტანგ მჭედლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა