გიორგი გახარია - ეს ორი კვირა ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ

ეს ორი კვირა ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ეს უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც გავუმკლავდით პირველ ტალღას, დავიცავით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, დავიცავით ჩვენი ეკონომიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურიაში „ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მომდევნო ორი კვირა გამოწვევებით სავსე იქნება. მისივე განცხადებით, კოვიდთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია ერთიანობა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

„როგორც ვამბობდით, დავდექით მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანობა, ერთად ყოფნა და დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ ჩვენ კოვიდთან ბრძოლის მეორე ტალღაც დავამარცხოთ და რაც მთავარია, დავამარცხოთ ისე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი და ამასთან ერთად, პარალელურად ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული, ღირსეული არჩევნები. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს სერიოზული გამოწვევაა,რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანობით გავუმკლავდებით“, - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა