საბერძნეთის საგარეო მინისტრი - მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა შესრულდეს და გარე ძალის ჩარევა უნდა შეწყდეს

საბერძნეთი ყურადღებით ადევნებს თვალს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო შეშფოთებულია, - ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა სომეხ კოლეგა ზოჰრაბ მნაცაკანიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საბერძნეთი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა შესრულდეს და გარე ძალის ჩარევა უნდა შეწყდეს.

„ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა შესრულდეს. ამ საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით,“- აღნიშნა ნიკოს დენდიასმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ ისინი, ვინც „ცეცხლზე ნავთს ამატებენ“ განასხვავოს იმათგან, ვინც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ კონსტრუქციულ მიდგომას იჩენენ.

„უცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ განასხვაოს ისინი, ვინც ცეცხლზე ნავთს ასხამს და ისინი, ვინც კონსტრუქციულ მიდგომას იჩენენ. ასევე სრულიად ნათელია, რომ უნდა შეწყდეს გარე ჩარევები კონფლიქტში. ანკარას ქცევა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – აღნიშნა დენდიასმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს