გუბაზ სანიკიძე - „ქართული ოცნების“ მაქებარი კაცი, სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა „პროჟექტორი“ უნდა გამოვიყენო - ესენი არჩევნებს აგებენ ოპოზიციასთან სულ ცოტა 2:1

„ქართული ოცნების“ მაქებარი კაცი, სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა „პროჟექტორი“ უნდა გამოვიყენო, - ამის შესახებ ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

სანიკიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა, მის პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში მარცხისთვის განწირულია.

„მე ამათი მაქებარი კაცი სანთლით ვეძებ და ვერ ვნახე, ახლა „პროჟექტორი“ უნდა გამოვიყენო, იქნებ სადმე მივაგნო. ესენი არჩევნებს აგებენ ოპოზიციასთან სულ ცოტა 2:1-ით. ბიძინა ვერანაირი კონფიგურაციით, ვერანაირი გაყალბებით ხელისუფლებაში ვერ რჩება. ამიტომ, ამოცანა არის ბიძინა როგორ დააბან და დაადუღონ ამ მმართველობაში. გადასარევად ვყავართ რუსებს 200 წელია შესწავლილი, მოხარშულიც და შემწვარიც. იციან, რომ ვართ ემოციური ხალხი, ძალიან ხშირად ქართველებს პირველი შთაბეჭდილებები მცდარი გვაქვს. ფარული ჩანაწერები, დისკრედიტაცია არანაირად აღარ გამოდიოდა და ამიტომ უნდათ აწიონ ეროვნული თემა, რომ აი, ქართულ მიწებს ყიდდა მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, ბიძინა როგორმე უნდა დააბან ახლა ხელისუფლებაში“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მან დავით გარეჯთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „ზურაბ ნოღაიდელის სიტყვას და ჩვენებას ბუმბულის წონა აქვს“.

„მისი პოლიტიკური ბიოგრაფია ვიცით, ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, მერე იყო კახა კალაძის ხანგრძლივი ბიზნესპარტნიორი. ასე რომ, ნოღაიდელი ახლა არაფერს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილის კლასტერში შეიძლება ჩავთვალოთ“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მისი განმარტებით, არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება იქნება, რომელიც დავით გარეჯის საქმეს ობიექტურად გამოიძიებს.

„ეს საქმე არაფერზე დგას, დანაშაული არ არის ჩადენილი. როცა დანაშაული არ არის ჩადენილი, დამნაშავე ციხეში როგორ ზის? როგორ არის ის ორი ადამიანი დამნაშავე? ეს არის ჩაფლავებული სპეცოპერაცია. სხვათა შორის, ჩვენ დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერეოდა და სწორედ ამაზეა საუბარი. სხვანაირად, იმედია ჯარით არ შემოჯლიგინდებიან“, - განაცხადა მან.

სანიკიძის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების ინტერესშია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩეს.

„რუსეთის ინტერესში არის, რომ საქართველო დარჩეს და საბოლოოდ მიიბას თავის ორბიტაზე. უნდათ, საქართველო დასავლურ ვექტორს მოწყვიტონ. ამიტომ, რუსეთის ხელისუფლების ინტერესშია, ნებისმიერ ფასად ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩეს. ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში დარჩეს, სჭირდებათ არჩევნების მოგება, არჩევნებში რომ ბიძინამ გაიმარჯვოს. დღევანდელი მონაცემებით, რასაც ვუყურებთ, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად უშანსოა“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა