ეკატერინე ადამია - საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს

ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კოვიდ 19-თან საბრძოლველად ქვეყანაში 44 კლინიკაა მობილიზებული 3700-მდე საწოლით. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მათ აქვთ დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან პროცესში და ქვენის მასშტაბით 17 400 საწოლი არსებობს.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანას 500 -მდე ინფექციონისტი და 1400-მდე რეანიმატოლოგი ჰყავს.

„კოვიდ 19-თან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება. ამ დაწესებულებებში მობილიზებულია 3700-მდე საწოლი. საწოლების და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით არის შემდეგი: თბილისში მობილიზებულია 18 კლინიკა, საწოლების რაოდენობა არის 1987, აჭარაში - 11 კლინიკა , საწოლების რაოდენობა 731, იმერეთში 10 კლინიკა 644 საწოლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 კლინიკა 190 საწოლით, შიდა ქართლში ერთი კლინიკა 164 საწოლით, მცხეთა-თიანეთში ერთი კლინიკა 111 საწოლით და გურიაში ერთი კლინიკა 21 საწოლით.

გარდა ამისა, ქვეყანაში მობილიზებულია სასუნთქი აპარატები, 2453 აპარატი აქვს ქვეყანას და რაც მთავარია მედპერსონალი, რომელიც არის გადამზადებული. ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3900-ზე მეტი ექიმი და 2300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდა 2044 -ზე მეტ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებას. კოვიდ დადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდ სასტუმრო, სადაც დღეისათვის 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

პარალელურად ამ ყველაფრის გარდა შემუშავებულია დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩავრთოთ პროცესში. ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს. ქვეყნის მასშტაბით სულ გვაქვს 17 400-ზე მეტი საწოლი, მათ შორის ინტენსიური თერაპიის და გადაუდებელი მედიცინის საწოლი არის 2290, ქვეყნის მასშტაბით გვყავს 17 990 ექიმი, მათ შორის ინფექციონისტი არის 500-მდე, ხოლო რეანიმატოლოგი 1400-ზე მეტი. ექთნების რაოდენობა 14 800-ზე მეტია,“- განაცხადა ადამიამ.

იხილეთ ვიდეო: საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს - ეკატერინე ადამია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა