გუბაზ სანიკიძე - ღარიბაშვილმა მოღალატეები მოიკითხოს თავის ბოსტანში

ღარიბაშვილმა მოღალატეები მოიკითხოს თავისთან, თავის ბოსტანში მოიკითხოს მოღალატეები და თავისი „ხაზეინი“ მოიკითხოს მოღალატედ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, როდესაც მან ოპოზიცია ღალატში დაადანაშაულა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ხელისუფლებას წინასწარ შემუშავებული გეგმა ჰქონდა, თუ როგორ უნდა წამოეწია დავით გარეჯთან დაკავშირებული თემა არჩევნებამდე 10 დღით ადრე, რათა ოპოზიციას თავის მართლება ვერ მოესწრო, თუმცა სანიკიძის განმარტებით, ყარაბაღის ომმა მათი გეგმები ჩაშალა.

„სერგო ორჯონიკიძის მემკვიდრეები არიან და მიიღებენ მისართმეველს ძალიან მალე თან. ჩაუფლავდათ ოპერაცია იმიტომ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი გათვლილი არ ჰქონდათ. გათვლილი ჰქონდათ, რომ 10-11 დღით ადრე უნდა აეწიათ არჩევნებამდე ეს საქმე, რომ ოპოზიციას ვეღარ მოესწრო თავის მართლება, მაგრამ დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი და რაც მთავარია, ქართულმა მედიამ წინასწარ გამოაქვეყნა, რომ ამას აპირებდა ხელისუფლება და ჩაუფლავდათ ოპერაცია. საპატრიაქოს განცხადება თუ ნახეთ, გაემიჯნა საპატრიარქო ამ საქმეს უკვე, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, საპატრიარქოს ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ არ ვიცით არაფერი, ღარიბაშვილი მოვიდა რაღაც რუკებითო. დაახვიონ ის რუკები და გაიკეთონ ერთ ადგილას და თავის „ხაზეინს“ გაუკეთონ კიდევ,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

იხილეთ ვიდეო: ღარიბაშვილმა მოღალატეები მოიკითხოს თავის ბოსტანში - გუბაზ სანიკიძე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს