იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, იმერეთისა და გურიის უმაღლეს სასულიერო პირებთან შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, იმერეთისა და გურიის უმაღლეს სასულიერო პირებთან შეხვედრა გაიმართა , რომლის ორგანიზატორია გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და კავშირი 21-ე საუკუნე. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, გაეროს მოსახლეობის ფონდმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სამთავრობო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ხორციელდება.

„პროგრამა სამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფიზიკური პირების ჩართულობას ითვალისწინებს და მასში, საქართველოსთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნები (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი) მონაწილეობენ.

საქართველოში პროგრამის სამიზნე რეგიონებად შეირჩა იმერეთი და გურია, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები რელიგიური ლიდერების, ახალგაზრდების, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ფორუმის მონაწილეებმა: სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ, გაეროს მოსახლეობის (UNFPA) ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა რელიგიათაშორისი ურთიერთობის საბჭოში, თეა გოგოტიშვილმა, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და სხვა მტკივნეულ საკითხებს, რაც, სახელმწიფოს მიერ გატარებული საკანონმდებლო, სტრუქტურული თუ სხვა სახის ზომების მიუხედავად, კვლავაც მწვავე პრობლემებად რჩება, ხელს უშლის ოჯახის ნორმალურ განვითარებას და არასახარბიელოდ აისახება ბავშვების მომავალზე. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ამ პრობლემასთან საბრძოლველად მთელი საზოგადოების ძალისხმევა და ჩართულობაა საჭირო, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლიათ რელიგიურ გაერთიანებებს.

ფორუმის მონაწილეებს მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ისაუბრა რელიგიის სააგენტოს როლზე რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის პროცესში და ამ კონტექსტში, აღნიშნა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების განმტკიცებისთვის მიმართული პროექტი, ინტერ-რელიგიური კონფერენციაზე მიღებული დეკლარაცია „ქალი - მშვიდობის დესპანი“, რომელსაც რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა 2015 წლის 8 მარტს, „ტოლერანტობის სკვერში“ მოაწერეს ხელი.

სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მჭიდრო კონტაქტზე საზოგადოებასთან, რაც მათ გადამწყვეტ როლს ანიჭებს ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში, ისევე, როგორც ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში, რაც მინიმუმამდე დაიყვანს საფრთხეებს. ეს მომენტი გათვალისწინებულია „ბავშვის უფლებათა კოდექსში“, რომელზე მუშაობაშიც, ასევე, აქტიურად იყო ჩართული რელიგიის სააგენტო. სააგენტოს თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ინიციატივა - ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს, 10 დეკემბერს, ინტერ-რელიგიური კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას მიეძღვნება და ერთობლივ დეკლარაციაზე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების ხელმოწერით დაგვირგვინდება“,- აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო