ნათია თურნავა - World Trade Promotions Awards 2020-ზე საქართველოს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტურია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტომ გაიმარჯვა 18 ნომინანტს შორის.

„აღნიშნული საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პოლიტიკა ექსპორტიორების მხარდაჭერის მიმართულებით ეფექტურია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეს გამოხატულია ექსპორტის ზრდაში.

„მიუხედავად პანდემიისა, სექტემბერში ჩვენ ექსპორტის თითქმის 9-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, რაშიც ჩვენი მთავრობისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წვლილი საკმაოდ დიდია. ჩვენ ვეხმარებით ექსპორტიორებს, რომ უკეთ წარმოაჩინონ თავისი პროდუქცია საგარეო ბაზრებზე, ასევე დროულად აითვისონ და დანერგონ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ევროპული სტანდარტები, რათა ევროკავშირის ბაზარზე უკეთ იყვნენ წარმოდგენილი," - აღნიშნა მინისტრმა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ჯილდო შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ცერემონიაზე გადაეცა. საქართველოს მსგავსად საპატიო ჯილდო მიიღეს შვედეთისა და კოსტა-რიკის სააგენტოებმაც.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წლევანდელ ცერემონიაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!