თბილისში ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა

თბილისში, დირსის საცხოვრებელ კომპლექსში არსებულ კალათბურთის მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს. მათი ცნობით, შეჯიბრი ოთხი დღის განმავლობაში, 13-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტურნირის გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სპორტული ინვენტარით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.

ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში კალათბურთის პოპულარიზაცია, აფხაზეთის მოზარდი თაობის ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს