ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე - ყველაზე მტკივნეული რაც აღმოჩნდა „ნაცმოძრაობისა" და მისი სატელიტებისთვის, იქ ახდენენ საკუთარ თვითლუსტრაციას

„ყველაზე მტკივნეული რაც აღმოჩნდა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტებისთვის, იქ ახდენენ საკუთარ თვითლუსტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, თუ ადამიანი მართალი ხარ, რატომ და რისგან იცავ თავს ასე გამალებით. თუ მართალი ხარ და არაფერი პოლიტიკური თუ სხვა სამართლებრივი დანაშაული არ მიგიძღვის, რას იცავ და რას ეწინააღმდეგები? - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი მართლაც დადასტურდა, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იმოქმედა კონკრეტულმა პირმა თუ პირთა ჯგუფმა, ამის წინააღმდეგი არავინ შეიძლება იყოს.

„რატომ არიან თავდაცვის რეჟიმში? ახლა ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ საქმეს იყენებს. რაში სჭირდება ეს ხელისუფლებას? ხალხმა კარგად იცის რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა" და რომ ეს პოლიტიკური ძალა ყველაფერს ანტისახელმწიფოებრივს და ანტისაზოგადოებრივს აკეთებდა. თუ დღეს გახდა ეს ვინმესთვის ცნობილი? პროკურატურას კანონი ავალდებულებს დაიწყოს გამოძიება. ეს ადამიანები ვინმეს კი არ ეფარებიან და ვინმეს დაცვის ინტერესი კი არ აქვთ, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს იცავენ ამ წუთას და ამითი კიდევ უფრო ამძაფრებენ ეჭვებს, რომ სავარაუდოდ, მათ მიერ ჩადენილის გადაფარვას ცდილობენ, რაღაც ალიბს იქმნიან", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა