ნათია თურნავამ და ირაკლი ღარიბაშვილმა საფრენი აპარატების ახალი საამწყობო საწარმო გახსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საფრენი აპარატების ახალი საამწყობო საწარმოს შენობის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის" ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალ საამწყობო საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, 3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის" და სსსტც „დელტას" მიერ გარემონტდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ქვეყნის საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება.

„თბილავიამშენი, „დელტასთან" ერთად 200-მდე ადამიანს ასაქმებს და აქ აღდგენილი თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს. მისასალმებელია, რომ თავდაცვის სამინისტროს ეგიდით, წარმოება რამდენიმე თვეში აღდგა და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ახლა პრაქტიკულად, ძლიერი საწარმოო ბაზა გააჩნია. მნიშნელოვანია, რომ აქ ახალგაზრდა თაობაც იზრდება და საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან, რაც მათ დასაქმების რეალურ პერსპექტივას შეუქმნიას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა