მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ” გარეჯის თემა წამოწია შეგნებულად არჩევნების წინ, რათა თავისი წარუმატებლობა გადაეტანა ძალიან სენსიტიურ თემაზე

„ქართულმა ოცნებამ” გარეჯის თემა წამოწია შეგნებულად არჩევნების წინ, რათა თავისი წარუმატებლობა პანდემიასთან, ლარის კურსთან და ეკონომიკის ჩამოქცევასთან დაკავშირებით გადაეტანა ძალიან სენსიტიურ თემაზე, - ასე ეხმაურება პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვებას.

მისივე თქმით, ყველამ გაიგო, რომ ის ადამიანები აბსოლუტურად უდანაშაულოდ არიან დაკავებულები.

„ამიტომ ეს არის „ქართული ოცნების” კიდევ ერთი დიდი მარცხი, ამ ყველაფერს დაესმევა წერტილი და გარეჯის თემას „ლელო” და „ ლელოს” მთავრობა გადაწყვეტს ისე, როგორც ქართველი ხალხის ინტერესშია. ქართული სახელმწიფო, პროკურატურა და სასამართლო დღეს იმართება ერთი ადამიანის მიერ, რომელშიც პორტირებული არიან ,,ნაციონალური მოძრაობის” მოსამართლეები და პროკურორები. ამიტომ, სანამ მთლიანად არ შეიცვლება ეს სისტემა, სრულ უნდობლობას ვუცხადებ ქართულ პროკურატურას და სასამართლოს იმიტომ, რომ ეს არ არის სამართალი და სამართლიანობა, ეს არის დაკვეთების შემსრულებელი კანტორა, რომელიც პარტიული ნიშნით განიხილავს ნებისმიერ საკითხს”, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო: "ოცნებამ" გარეჯის თემა არჩევნების წინ შეგნებულად წამოსწია, რათა თავისი წარუმატებლობა სენსიტიურ თემაზე გადაეტანა - მამუკა ხაზარაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა