იტალიაში საქართველოს ელჩი ბაზილიკატას რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

იტალიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ბაზილიკატას რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაცშეხვედრები გამართა რეგიონის პრეზიდენტთან ვიტო ბარდისთან, ქ. პოტენცას მერთან მარიო გუარენტესთან, ქ. მატერას მერთან დომენიკო ბენარდისა და ბაზილიკატას სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან მიკელე სომასთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბაზილიკატას რეგიონს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები: ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.

„ელჩმა რეგიონის ხელმძღვანელობას გააცნო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები. ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის შესახებ.

ამასთან, ელჩმა ხაზი გაუსვა, ბოლო წლებში, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, ეკონომიკურ მაჩვენებლებს, საინვესტიციო და ტურისტულ გარემოს.

ელჩმა, ასევე, ისაუბრა ქართული კულტურის ისტორიაზე, მის უნიკალურობასა და ღირებულებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ღვინის ტრადიციას და ექსპორტს იტალიაში.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, ბაზილიტაკას რომელიმე ქალაქთან დამეგობრების შესაძლებლობებს და თანამშრომლობის გააქტიურებას სხვადასხვა სფეროებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა