მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო” მომავალ კოალიციურ მთავრობაში წარმმართველი ძალა იქნება

„ლელო საქართველოსთვის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო” მომავალ კოალიციურ მთავრობაში წარმმართველი ძალა იქნება.

მისივე თქმით, შეიქმნება ისეთი გუნდი, რომელიც არის პატრიოტული, პროფესიონალი და გააჩნია კონკრეტული გეგმა.

„რა თქმა უნდა, მომავალი მთავრობა იქნება კოალიციური. ,,ლელო” იქნება წარმმართველი ძალა ამ კოალიციაში. ჩვენ ყველა რიგ თანამდებობებზე წარმოვადგენთ დამოუკიდებელ, ცნობად და პროფესიონალ ადამიანებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ისეთი გუნდი, რომელიც არის პატრიოტული, აქვს კონკრეტული გეგმა, არის პროფესიონალი, რომ ეს ქვეყანა ძალიან მოკლე დროში გამოვიყვანოთ ამ გაჭირვებიდან”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა