ნინო ბურჯანაძე საქართველოში IRI-ის ოფისის დირექტორს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ოფისში საქართველოში IRI-ის ოფისის ხელმძღვანელს, ჯონ დე პიროს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ IRI-ის ოფისის ხელმძღანელის მოადგილე ლადო რაზმაძე და ანალიტიკოსი ხუან-მარია კასტრიონი.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა.

„აირაის“ ოფისის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორი იყო ნინო ბურჯანაძის ხედვა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ასევე თუ რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას და თავად ნინო ბურჯანაძეს, როგორ მიმდინარეობს მისი საარჩევნო კამპანია და რა მესიჯებით ხვდება „ერთიანი საქართველო“ ამომრჩეველს. ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარება და ამისთვის რაოდენ აუცილებელია საერთაშორისო დამკვირვებლების და ისეთი ორგანიზაციის როლი, როგორიც „აირაია“. ორივე მხარემ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „აირაის“ დამკვირვებლთა ფართო დელეგაცია ვერ ჩამოდის საქართველოში, თუმცა ნინო ბურჯანაძე მიესალმა თანამშრომლობის დისტანციური მუშაობის ფორმასაც. „აირაის“ ხელმძღვანელმა ჯონ დე პირომ ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესებს უწყვეტად დააკვირდებიან და კონტაქტზე იქნებიან შესაბამის პირებთან”, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა