გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატის განცხადებით, ცუცქირიძემ სასამართლოს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აგარაკზე განვითარებული მოვლენების შესახებ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ცუცქირიძემ დღეს სასამართლოს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა აგარაკზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ყველა კითხვას გასცა პასუხი. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე ცუცქირიძეს არ უსაუბრია გური ამირხანაშვილის შესახებ. არჩილ ბერიანიძის ინფორმაციით, ბრალდებულმა ისაუბრა ლ.შ-ზე და გ.მ-ზე.

„არავის არ აქვს იმის თქმის საშუალება, რომ ნიკოლოზ ცუცქირიძემ არასანდო ჩვენება მისცა სასამართლოს. პირიქით, ნიკოლოზ ცუცქირიძემ დეტალურად უამბო აგარაკზე განვითარებული მოვლენები, როგორ დაბრუნდნენ ისინი თბილისში, ამის შემდეგ რამ განაპირობა აგარაკზე მათი დაბრუნება, ასევე როგორ განვითარდა ხიდზე მოვლენები და ამის შემდეგ, როგორ მოხდა საბოლოოდ მათი თბილისში ჩამოსვლა. აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გასცა მან პასუხი. ბრალდების მხარეს ფიზიკურად არ ჰქონდა ბევრი კითხვა იმიტომ, რომ ამომწურავად, პირდაპირი დაკითხვის რეჟიმში ბრალდებულმა ნიკოლოზ ცუცქირიძემ ყველა კითხვას უპასუხა და შესაბამისდ არ დარჩენილა არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ასევე, ახსნა თუ რა შინაარსის ზარები იყო შემომავალი მის ტელეფონზე. რაც შეეხება მის სანდოობას, მე გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ჩვენება სასამართლოში აქამდე არცერთ ბრალდების მხარის მოწმეს არ მიუცია, მან დეტალურად უამბო მოვლენების განვითარების შესახებ სასამართლოს“, - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო