არმაზ ახვლედიანი - ვერასდროს, ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ სხვა პრობლემებს, თუ არ მოვაგვარეთ უმთავრესი – განათლების პრობლემა

„ვერასდროს, ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ სხვა პრობლემებს, თუ არ მოვაგვარეთ უმთავრესი – განათლების პრობლემა“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოში განათელბა უნდა იყოს. „ჩვენი ეკონომიკა, მისი ცალკეული დარგები ჯერ კიდევ ძალიან განუვითარებელია, მოუწესრიგებელია ქალაქები, არ გვივარგა ინფრასტრუქტურა, ცუდ დღეშია სასამართლო... ბევრი სხვა რამ გვაწუხებს, გვაწუხებს არსებითად, მაგრამ ვერასდროს, ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს, თუ არ მოვაგვარეთ უმთავრესი – განათლების პრობლემა. შავ დღეშია საქართველოში სასკოლო განათლება, უბედურ დღეშია უმაღლესი განათლება. ჩვენ ვხვდებით, რომ ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ეს სისტემა, ვხვდებით, რომ საქართველოსთვის განათლება უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი. ყველაფერი მთავარია, მაგრამ განათლება, უპირველესად, განათლება! ამასთან ერთად, მრცხვენია, როცა ვხედავ, რომ ჩვენი სტუდენტები აღარ არიან აქტიურები, აღარ არიან სათანადოდ ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. არადა, სწორედ სტუდენტები უნდა იყვნენ სახელმწიფოებრიობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში. გპირდებით, რომ 31 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველო გახდება რეალურად ევროპული, რეალურად განათლებული ქვეყანა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს