გიგი წერეთელი - მოსახლეობაში არის გარდამტეხი ცვლილებებისა და უკეთესობის მოლოდინი

„ევროპული საქართველოს“ ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი წერეთელი, ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

წერეთლის თქმით, ზესტაფონში იგრძნობა სიდუხჭირე და რთული ცხოვრება, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კი სრული უყურადღებობაა.

როგორც მან აღნიშნა, 31 ოქტომბერს დასრულდება უიმედობა და უპერსპექტივობა. „კვალითის დასახლებაში კარგად იგრძნობა ის სიდუხჭირე და რთული ცხოვრება, რაც ზესტაფონშია. აქ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ თანამედროვე ქალაქის უბანს დაემსგავსოს. ყველას იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება ბევრ საკითხს მოაგვარებს. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ და თავისი მოსაზრებებიც გამოთქვეს. არ ვიცი ეს ხელის შეშლის ფორმაა თუ გულწრფელი ინტერესი, თუმცა იქ შეკრებილმა ხალხმა მათი ნათქვამი ნამდვილად არ გაიზიარა და ცხარე კამათიც გაიმართა. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მშვიდად დასრულდა და იქ მყოფთა მოტივაცია ოპოზიციის მხარდასაჭერად კიდევ უფრო გაიზარდა. ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ კორონას გაზრდილ შემთხვევებზე და სათანადო წესების დაცვის აუცილებლობაზე, თუმცა ამ პროცესის არასწორად მართვის გამო, ბევრი ამ ვითარებას ეჭვით უყურებს”, - განაცხადა წერეთელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა