ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით - თუკი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი რაიმე კომპრომისს არ ითვალისწინებს

თუკი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი რაიმე კომპრომისს არ ითვალისწინებს, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დასმულ კითხვას იმის თაობაზე, რომ თუკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, კომისიის დონეზე გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, რატომ არ შეიძლებოდა მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში გამოსწორება და რატომ გახდა საჭირო პროკურატურის მიერ საქმის აღძვრა.

“სისხლის სამართლის კოდექსში დასჯადად მხოლოდ ტერიტორიის გადაცემა კი არ არის გამოცხადებული, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაღაც ისეთი რომ მოვამზადოთ, რაც ჯერ დასრულებული არ არის, ესეც დასჯადია. თუკი სახელმწიფოს ტერიტორია უკვე სხვას ჩააბარე, მერე რამეს ვეღარ გამოიძიებ. დასჯადია სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედება, თუნდაც შედეგი არ დადგეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირის დამნაშავეობის საკითხს საბოლოოდ სასამართლო დაადგენს და თუკი მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება განახორციელეს, გამამტყუნებელ ვერდიქტს სასამართლო იტყვის. “ამ საქმით “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები თვითლუსტრაციას ახდენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, თუკი მართალი არიან და არავითარი დანაშაული არ მიუძღვით, რატომ და რისგან იცავენ თავს რაღაც ალიბს იქმნიან, რომ სავარაუდოდ, მათ მიერ ჩადენილი გადაფარონ“, - დასძინა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა