ჯანმო-ს გენერალური დირექტორი - ამ დროისთვის „დექსამეტაზონი“ ერთადერთი პრეპარატია, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის დროს არის ეფექტური

ამ დროისთვის „დექსამეტაზონი“ წარმოადგენს ერთადერთ მედიკამენტს, რომელმაც თავისი ეფექტურობის დემონსტრირება მოახდინა კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დღეს, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ამ დროისთვის კორტიკოსტეროიდი „დექსამეტაზონი“ კვლავინდებურად წარმოადგენს ერთადერთ თერაპიულ საშუალებას, რომელმაც ეფექტურობა გამოავლინა კოვიდ-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებთანაც ვირუსი მძიმე ფორმით მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს