მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა

“ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ლელოდან” აცნობეს.

მათი ინფორმაციით, წარდგენის ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, ისინი ვარკეთილში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ ყოფით პრობლემებსა და სამომავლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ისაუბრეს.

„ლელოს” ცნობით, ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას "ლელოს" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"მინდა, ყველა სამგორელს მოვუწოდო, რომ მხარი დაუჭირონ ფიქრია ჩიხრაძეს, მხარი დაუჭირონ "ლელოს". ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა დავძლიოთ ის უიმედობა, რომელიც ქვეყანაში "ქართულმა ოცნებამ" შექმნა. გამოსავალი არის ის, რომ ყველა წესის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და შევცვალოთ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ", - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც “ლელოში” აცხადებენ, ადგილობრივების მძიმე სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა ფიქრია ჩიხრაძემაც. მისი თქმით, სამგორის რაიონში უმუშევრობის პრობლემა კოვიდპანდემიის შემდეგ გაორმაგდა.

"სამგორის რაიონი ძალიან დიდია და ბევრ უბანს მოიცავს. პრობლემები, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არის უმწვავესი, ისევე, როგორც მთელ საქართველოში. მაგრამ განსაკუთრებით სოციალურად რთული რაიონია სამგორის რაიონი, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებულია მათი ყოველდღიური ყოფა და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს,"- განაცხადა ჩიხრაძემ.

შეხვედრაზე მოქალაქეებს მიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა, დავით უსუფაშვილმაც.

როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, უახლოესი ორი კვირა არის არა მხოლოდ არჩევნებისთვის გადამწყვეტი, არამედ ძალიან ბევრი რამის ჩვენს ქვეყანაში.

„ყველა არჩევნები, რომელიც აქამდე ყოფილა, იყო გადამწყვეტი, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა მივიღოთ მასში მონაწილეობა. 30 წლის განმავლობაში მივედით იმ დასკვნამდე და გავიაზრეთ, რომ საჭიროა, ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს სახელმწიფოს. ამისთვის როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, "ლელომ" ამაზე დიდი ხნის წინ იფიქრა და შეადგინა პროგრამა "ლელოს ახალი მარშალის გეგმის" სახით. ეს არის უპრეცედენტოდ კომპლექსური გეგმა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია, ძირეულად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ქვეყნის მდგომარეობა. ამ გეგმაში თავმოყრილია ძალიან ბევრი რამ, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და ამას ავამოქმედებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. სწორედ ამის გამო, ხელისუფლების ფარულ მოწოდებას, რომ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, არ მივაქციოთ ყურადღება და ყველა ჰიგიენური ნორმის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლებას აქვს გათვლა, რომ ჩვენ თავად ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი,"- აღნიშნა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა