გრიგოლ ვაშაძე - შეხედეთ აჭარას, რომელიც ლევან ვარშალომიძემ, მისმა გუნდმა დაუღალავი შრომით, პატიოსნებით, კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრით, შავი ზღვის მარგალიტად აქცია

რამდენი ადმინისტრაცია გამოიცვალა აჭარამ დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთის გაკეთებული საქმე გახსოვთ? ახლა შეხედეთ აჭარას, რომელიც ლევან ვარშალომიძემ, მისმა გუნდმა დაუღალავი შრომით, პატიოსნებით, კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრით შავი ზღვის მარგალიტად აქცია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოპოზიაცია “ძალა ერთობაშია” ამომრჩეველს ხვდება.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ბათუმში „ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ საქართველოსთვის უკრაინაში ისეთი თანამდებობა დატოვა, „რომელსაც „ქართული ოცნების” წარმომადგენელი არა თუ არ დატოვებდა, ვერც იოცნებებდა”.

„ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ლევან ვარშალომიძე ბათუმში მაჟორიტარულ არჩევნებს მოიგებს? ყველა აჭარელს მინდა ვუთხრა, ლევანმა საქართველოსთვის კიდევ ერთხელ დატოვა ისეთი თანამდებობა, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი არა თუ არ დატოვებდა, ვერც იოცნებებდა.

ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი უზრუნველყოს, რომ არ ოცნებობდეს ქართველი ემიგრაციაზე, რომ ქართველს მონური შრომა არ უწევდეს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ”,- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა