მიხეილ სააკაშვილი ბათუმში შეკრებილ მხარდამჭერებს - დღეს მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ, ბათუმის ბულვარში და ბათუმის ქუჩებში

31 ოქტომბერს ჩვენ ერთად მოვიშორებთ უპერსპექტივობას, საქართველოს დაცლას, ჩვენ მოვიშორებთ დაავადებას, რომელიც ახლა ვრცელდება საქართველოში და ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ ამ კოშმარს, ნგრევის და ათასგვარი უმსგავსობის გამოხატულებას - ივანიშვილს და მის ბანდას, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში შეკრებილ მხარდამჭერებს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველო გახდება უფრო ბრწყინვალე, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„ივანიშვილი 8 წლის წინ დაგვპირდა ჩაზნექილ სკამებს და მართლაც, მოხდა მხოლოდ ჩაზნექილი სკამები. მე თქვენ გპირდებით, არა ჩაზნექილ სკამებს, მე გპირდებით, რომ თქვენ იცხოვრებთ ყველაზე მაგარ ქალაქში მთელ ევროპაში, ყველაზე მაგარ მხარეში და იცხოვრებთ უკეთესად ვიდრე ბერძნები, ლიტველები, ხორვატები და არანაკლებ მაგრად, ვიდრე ჰოლანდიელები, ფრანგები თუ იტალიელები. საქართველო ამას იმსახურებს. მე გპირდებით იმას, რომ ჩვენი ხალხი აღარ ივლის მძიმე სამუშაოებზე თურქეთში ორ კაპიკად, ჩვენი ქალები აღარ მოუვლიან ბერძენ თუ იტალიელ მოხუცებს თუ ბავშვებს, არამედ მიხედავენ თავის ოჯახებს, თავის ქვეყანას. გპირდებით, რომ მომავალში ვერცერთი დაავადება ვეღარ მოგვერევა და შემოგვეჩვევა ისე, როგორც შემოგვეჩვია კოვიდი. ეს აბსოლუტურად ხელოვნურად კეთდება იმისათვის, რომ ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე.

31 ოქტომბერს ჩვენ ერთად მოვიშორებთ უპერსპექტივობას, საქართველოს დაცლას, ჩვენ მოვიშორებთ დაავადებას, რომელიც ახლა ვრცელდება საქართველოში და ერთხელ და სამუდამოდ მოვიშორებთ ამ კოშმარს, ნგრევის და ათასგვარი უმსგავსობის გამოხატულებას - ივანიშვილს და მის ბანდას. საქართველო, აჭარა და ბათუმი იქნება უფრო ბრწყინვალე, ვიდრე ოდესმე თავის ისტორიაში. მე ამას გპირდებით. ხომ ხედავთ როგორ მიხარია თქვენი ნახვა და ხომ ხედავთ, როგორ მადგება თვალზე ცრემლები როცა გიყურებთ. სულ მალე ეს ცრემლები იქნება სიხარულის ცრემლები. დღეს მე ჩაგეხუტეთ ეკრანით და სულ მალე ჩაგეხუტებით მანდ, ბათუმის ბულვარში და ბათუმის ქუჩებში. საქართველოს თითოეულ ქალაქში თქვენთან ერთად გავაგრძელებ ქვეყნის აშენებას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს საჩხერე და ჭორვილა, როცა მას აქვს ბათუმი“.

„ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, არ მაღელვებს არცერთი კაბინეტი, მაგრამ მე ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი და უსაზღვროდ მჯერა ქართველი ერის. მწამს ქართველობის და ქართული ჯიშის, ჯილაგის, გენის, ჩვენი განსაკუთრებულობის. მიმაჩნია, რომ ჩვენ არ ვართ პატარა სოფელი, არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს საჩხერე და ჭორვილა, როცა მას აქვს ბათუმი. არ შეიძლება საქართველოს მომავალი იყოს დაჩაჩანაკებული ივანიშვილის ოცნება, როცა საქართველოს შეუძლია სასწაულების შექმნა, ახალი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეშვეობით, რომელსაც ხელახლა გავხსნით, ახალი დიდი საწარმოების მეშვეობით, ბათუმის ინდუსტრიული ზონის მეშვეობით, რომელიც გაგვიჩერეს, ახალი ბათუმის აეროპორტის მეშვეობით, რომელიც გაგვიჩერეს. ჩვენი საუკეთესო დღეები წარსულში კი არ არის, ბათუმის და საქართველოს დღეები არის წინ. სწრაფი სვლით გამარჯვებისკენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს