თინა ხიდაშელი - განათლების სამინისტროსთან, პრემიერთან, პარლამენტთან მაქვს კითხვა, რა გააკეთეს არდადეგების განმავლობაში იმისათვის, რომ პედაგოგები მომზადებული ყოფილიყვნენ ონლაინ სისტემაზე სამუშაოდ?

მე, როგორც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს, მაქვს ფუნდამენტური კითხვა საქართველოს განათლების სამინისტროსთან, პრემიერთან, პარლამენტთან, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჩამაბარონ ანგარიში, რა გააკეთეს მთელი საზაფხულო არდადეგების განმავლობაში იმისათვის, რომ სკოლის პედაგოგები მომზადებული ყოფილიყვნენ ონლაინ სისტემაზე სამუშაოდ?, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სკოლები ზაფხულის განმავლობაში ონლაინ სწავლებისთვის მომზადებულიყვნენ.

„მარტივია ის კითხვები, რომლებიც მე მაქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოს პარლამენტთან, რომელმაც ფართოდ შეაჩერა საქმიანობა და მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიის მოტივით გადავიდა სამსახურებრივ „შატალოზე“. რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ ბოლო 4 თვის განმავლობაში ან მაშინ, როდესაც შედარებით მსუბუქი პერიოდი იყო, იმისათვის, რომ ქვეყანა მომზადებულიყო გარდაუვალი მეორე ტალღისთვის, რაზეც მთელი მსოფლიო საუბრობდა, რაზეც ბატონი გამყრელიძე გველაპარაკებოდა და რაზეც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ? მაგალითად, რა ფინანსური რესურსი დაიხარჯა დამატებით საშუალო სკოლების პედაგოგების გადასამზადებლად ონლაინ სისტემაში მოსწავლეებთან მუშობისათვის? ჩვენ ვიცით, რომ ეს არის უზარმაზარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგანან ქართული სკოლები, ბავშვები, მოსწავლეები. მე, როგორც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს მაქვს ფუნდამენტური კითხვა სქართველოს განათლების სამინისტროსთან, პრემიერთან, პარლამენტთან, მე როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჩამაბარონ ანგარიში რა გააკეთეს მთელი საზაფხულო არდადეგების განმავლობაში იმისათვის, რომ სკოლის პედაგოგები მომზადებული ყოფილიყვნენ ონლაინ სისტემაზე სამუშაოდ? შემიძლია გითხრათ რამდენიმე საჯარო სკოლაზე დაკვირვებით, რომ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ. არანაირი სპეციალური სამუშაოები, რაიმე განსაუთრებული ღონისძიებები არ მომხდარა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, მას ასევე კითხვები აქვს ჯანდაცვის სექტორთანაც.

„კითხვები ჯანდაცვის სექტორთანაც მაქვს. დღეს რომ მეუბნებიან ყველა კოვიდ პაციენტი რომ გადაიყვანონ ჯანდაცვის სისტემის მეთვალყურეობის ქვეშ, მაშინ ვერ აუვალთ პაციენტებს და არ გვეყოფა საავადმყოფოებიო, ეს მე აბსოლუტურად მესმის. ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა მსოფლიოს უდიდესი უმრავლესობა, მათ შორის ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც. მაგრამ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ოქტომბერში, მაშინ როდესაც გამოცდილებაც დაგროვილია, გამკლავების ფორმატი მეტ-ნაკლებად ცნობილია. ჩვენ გვინდა პასუხები მოვისმინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან პრესკონფერენციაზე კი არა, სადაც კითხვას არავინ უსვამს და თავისთვის რასაც უნდა ილაპარაკებს, არამედ ქვეყნის პარლამენტში, სადაც ის ანგარიშვალდებულია ყოველ მოთხოვნაზე წარსდგეს და ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს. იმედი მაქვს, საპარლამენტო ოპოზიცია ამჯერად მაინც დახვდება მომზადებული“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო