ემანუელ მაკრონი პარიზში მასწავლებლის მკვლელობაზე - ეს იყო ისლამისტური ტერაქტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში მომხდარ მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

„ის იმიტომ მოკლეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ეს იყო ისლამისტური ტერაქტი. ისინი ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ ვიმოქმედებთ,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, რამდენიმე საათის წინ მასწავლებელი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავი მოჰკვეთეს. პოლიციის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა დაიყვირა : „ალაჰ აკბარ“. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობისას ესროლეს და ის მოგვიანებით გარდაიცვალა.

ფრანგული მაუწყებლის BFMTV-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მოსკოვში დაბადებული 18 წლის ახალგაზრდა იყო.

თავდასხმის მსხვერპლი კი ადგილობრივი სკოლის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილზე გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობდა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურასთან დაკავშირებით, რომლის ჟურნალ „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებას მუსულმანების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ეს იყო ისლამისტური ტერაქტი - ემანუელ მაკრონი პარიზში მასწავლებლის მკვლელობაზე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს