აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხეთმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 12 ადამიანი

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 12 და დაშავებულია 40 ადამიანი.

განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ განადგურებულია საცხოვრებელი შენობები და მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის შენობების ნანგრევებიდან გამოყვანილია 40 დაშავებული მოქალაქე და 12 გარდაცვლილის ცხედარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა წუხელ, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო