გერმანიაში კორონავირუსის 7 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 7 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 348 557-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 9 767-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების ე.წ. „ცხელ წერტილებში“, ანუ იმ ტერიტორიებზე, სადაც ბოლო 7 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდა. კერძოდ, აიკრძალა 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, კერძო სივრცეებში კი 10 ადამიანთან ერთად მაქსიმუმ 2 მასპინძლის ყოფნაა დასაშვები. გარდა ამისა, გავრცელების ცხელ წერტილებში პაბები და რესტორნები ღამის 11 საათისთვის იკეტება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა