მევლუთ ჩავუშოღლუ - სომხეთი უდანაშაულო ადამიანებს კლავს, ამაზე გაჩუმება მკვლელობებში თანამონაწილეობას ნიშნავს

სომხეთი ომის დანაშაულების ჩადენასა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას განაგრძობს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, სომხეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე გაჩუმება ამ მკვლელობებში თანამონაწილეობას ნიშნავს.

„ის კლავს მშვიდობიან ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს. ამაზე გაჩუმება მკვლელობებში თანამონაწილეობას ნიშნავს. ჩვენ ყოველთვის ჩვენი ძვირფასი აზერბაიჯანის მხარეს ვდგავართ,“- წერს ჩავუშოღლუ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს