კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტიდან 2 თბილისში, 2 კი ბათუმში მკურნალობდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, 4 გარდაცვლილიდან 2 თბილისში მკურნალობდა, 2 კი ბათუმში.

მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტია.

„გარდაცვლილია 4 პაციენტი, 2- თბილისში, 2 კი ბათუმშია. სხვა მონაცემები არ ვიცი“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: სად მკურნალობა კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტი?

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა