გიორგი გახარია - ყველამ პატივი უნდა ვცეთ ვეტერანებს, ყველამ უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები

2021 წლიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდზე მეტი ლარი. ეს იქნება მინუმ 20 მილიარდი ლარი, რომელზეც ჩვენ, პროექტების მიხედვით უკვე ვიცით, სად, რამდენი და რა პროექტი უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა. პრემიერ მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხა ძირითადად მიმართული იქნება გაზიფიცირების, წყალმომარაგების, წყალარინების, სკოლების რემონტისა და გზების გაყვანისკენ.

„მოგესალმებით წალენჯიხელებო, მეგრელებო. დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს, თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ქვეყნის ხვალინდელ დღეზე საუბარი, წალენჯიხის ხვალინდელ დღეზე, სამეგრელოს ხვალინდელ დღეზე საუბარი, მაგრამ ეს საუბარი ჯერ უნდა დავიწყოთ იმით, რომ პატივი მივაგოთ ადამიანებს - დღეს საქართველოში არის ვეტერანების დღე. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს. ყველამ უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ და ჩვენი წარსულის, ტრადიციების ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა ჩვენი მომავლისკენ და ჩვენი მომავალი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო. ეს ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება ელემენტარული წესებიდან, ეს ყველაფერი იწყება ელემენტარული ჩვენი ქუჩის, ეზოს მოვლიდან, ნორმალური, ასფალტირებული გზებიდან, ნორმალური სკოლებიდან.

გეტყვით, რომ 2021 წლიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდზე მეტი ლარი. ეს იქნება მინუმ 20 მილიარდი ლარი, რომელზეც ჩვენ, პროექტების მიხედვით უკვე ვიცით, სად, რამდენი და რა პროექტი უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ძირითადად მიმართული იქნება, პირველ რიგში, გაზიფიცირების, წყალმომარაგების, წყალარინების, სკოლების რემონტისა და გზების გაყვანისკენ. კარგად გვესმის, მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხაში ბევრი რამ გაკეთდა მოსაწესრიგებელი კიდევ ბევრი დარჩა. რომ არაფერი ვთქვათ იმ გზაზე, ჭალე ფახულანს უკვე ამდენი წელია ველოდებით. წყალმომარაგების პროცესი ბევრ სოფელში ჯერ კიდევ პრობლემაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯვარში კეთდება წყალმომარაგების პროექტი და ჯვრის 10 000 მოსახლეს 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება, როგორც კი ამას მოვრჩებით იმ წუთში წყალარინების სიტემაა გასაკეთებელი. ეს ყველაფერი გეგმის სახით არსებობს. ადამიანები ვართ, ყველას კარგად გვესმის, ხან პანდემიაა, ხან ეკონომიკური კრიზისია, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება დროში, სადღაც პატარა შეფერხება იყოს, მაგრამ მთავარი მიზანი ამ ქვეყნის არის ის, რომ - სად იზრდება ბავშვი, სად ცხოვრობენ ჩვენი ღვაწლმოსილი, ხანდაზმული ადამიანები, როგორ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა თბილისს, წალენჯიხას, ფოთს, ზუგდიდს, ბათუმს, თუ რუსთავს შორის, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ასე იქმნება წარმატებული ქვეყნები და სახელმწიფოები“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა