რუსეთში კორონავირუსის 14 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 279 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 14 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 384 235-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 279 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 24 002-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამეში დაღუპული პაციენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 065 199 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო