არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდმა ყველაზე უკეთესად შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა

„ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდმა ყველაზე უკეთესად შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ყველაზე უკეთესად შეძლო ადამიანზე ზრუნვა, მისი უფლებების დაცვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სამეგრელოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 2012 წლიდან მოყოლებული ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვართ მომავალაზე ორიენტირებული, ჩვენ წარვადგინეთ გამოცდილი გუნდი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. თითოეული მოქალაქე, დემოკრატიული არჩევნების დროს რასაკვირველია, ფიქრობს, რისი გაკეთება შეძლო ამ გუნდმა და რის გაკეთებას შეძლებს ის მომავალში. ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ, ჩვენ მზად ვართ, შედარება გავაკეთოთ იმასთან, რაც 2012 წელს ჩავიბარეთ, რაზეც თქვენ გადმოგვეცით 2012 წელს პასუხისმგებლობა. „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდმა ყველაზე უკეთ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნვეყოფა, ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანზე ზრუნვა, მისი უფლებების დაცვა. რა ხდებოდა ჩვენ ქვეყენაში და როგორია დღეს ამ კუთხით ვითარება. ყოველწლიურად სქართველოს 5 000-ზე მეტი მოქალაქე თავის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგზავნიდა საჩივარს ევროსასამართლოში. დღეს, ეს რიცხვი 8-ჯერ არის შემცირებული და დარჩენილ რაოდენობაშიც ძალიან ბევრია ისეთ შემთხვევები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშუალს და დარღვევებს ეხება. მოგეხსენებათ, ევროსასამართლოს წლები სჭირდება, რომ საქმეები სრულად განიხილოს.

რა იყო ჯანდაცვაში - ჯანდაცვა იყო სრულად პრივატიზირებული და მოქალაქეებს ელემენტარული მკურნალობისთვის უწევდათ სესხების აღება, სახლების გაყიდვა, დანაზოგების დახარჯვა. დღეს, წალენჯიხაში, 7 მილიონზე მეტი შემთხვევა აქვს დაფინანსებული ჯანდაცვაში სახელმწიფოს. 60 000 ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მხოლოდ ერთმა პროგრამამ - „ცე“ ჰეპატიტის ელმინმიაციის პროგრამამ გადაარჩინა. განათლების სფეროში ჩვენ უზრულველყავით ხელშესახები პროგრესი და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ, ორნახევარჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი დაფინანსება, გავზარდეთ პედაგოგების ანაზღაურება, ავაშენეთ ახალი სკოლები და ახლაც მიმდინარეობს არაერთი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა