ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშან-თვისებაა

იმ პირობებში, როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მთავარი საზრუნავი საკუთარი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშან-თვისებაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ აქციას გამოეხმაურა.

კობახიძის განცხადებით, ქალაქში, სადაც კოვიდი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, 1500 ადამიანის - მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე შეკრება, ბათუმში რამდენიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება, არ არის მხოლოდ “უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ქმედება, არამედ მავნებლობაა”.

„ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა. ეს არის საკუთარი ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება. ამ მავნებლობის დაგეგმვისას, მათ ვირუსის გავრცელების ინსტრუმენტად გამოიყენეს და შესაბამისად, საფრთხის ქვეშ, პირველ რიგში, დააყენეს ბათუმში შეკრებილი საკუთარი მხარდამჭერები, რაც ამ პარტიის ბოროტ ბუნებაზე განსაკუთრებით ნათლად მეტყველებს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, ხოლო, მეორე მხარეს, „ნაციონალური მოძრაობა“ და ვირუსი. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელისუფლების ყველა ორგანოს, მიიღონ ყველა ზომა, რათა 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საარჩევნო კამპანიას და ხელი არ შეუწყონ ვირუსის გავრცელებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა