ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით განცხადებები სასოწარკვეთილების გამოხატვა და კაპიტულაციაა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული განცხადებების გაკეთება სხვა არაფერია თუ არა საარჩევნო კაპიტულაცია და სასოწარკვეთილების გამოხატულება. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

„ეს მესიჯები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ნიშნავს უკვე სრულ კაპიტულაციას ოპოზიციის მხრიდან. ისინი ხედავენ, რომ რეალურად არავითარი შანსი არ აქვთ იმისა, რომ წარმატებას მიაღწიონ ამ არჩევნებში, შესაბამისად, ორი კვირით ადრე უკვე გამოაცხადეს პრაქტიკული საარჩევნო კაპიტულაცია, ეს სხვა არაფერი არ არის.

რაც შეეხება არჩევნების გადადებას, ამის საფუძველი არ არსეობს. რა თქმა უნდა, როცა იყო კოვიდის პირველი ფაზა და პირველი ტალღა ამ შემთხვევაში, არაერთ ქვეყანაში ასეთი ზომა იყო მიღებული, თუმცა მეორე ტალღის პირობებში, არჩევნების გადადებაზე საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ კაპიტულაციის გამოვლენა და თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა მინიშნება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით და ყველა ამის საწინააღმდეგოდ გამოვიდა და ყველა დაუპირისპირდა ამის შესაძლებლობასაც კი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები გადადებულიყო, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ტარდება. როცა ვსაუბრობთ სასოწარკვეთილებაში გადავარდნილ პოლიტიკურ სუბიექტებზე, ესეც არის სასოწარკვეთილების მორიგი გამოვლინება.

ჯერ გუშინ სცადეს, რომ ხელოვნურად ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთვის და ეს არის წარმოუდგენელი მავნებლობა, თან ვირუსის რაიონებიდან გატანის მცდელობა იყო იმიტომ, რომ სამარშრუტო ტაქსებით ჩამოჰყავდათ ადამიანები ბათუმში, სადაც არის ვირუსის კონცენტრაცია და მერე აბრუნებდნენ სხვა რაიონებში. ამ სასოწარკვეთილების მეორე გამოხატვა არის ეს კაპიტულაცია, რასაც ადასტურებს განცხადებები არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. არანაირი საფუძველი არჩევნების გადადების, ბუნებრივია, არ არსებობს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა