სურამის სოციალური თერაპიის სახლ „ანთილიოსს" რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ

სურამის სოციალური თერაპიის სახლ „ანთილიოსს" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარებს 20 ფუთა თბილი ტანსაცმელი და შშმ პირისათვის განკუთვნილი სავარძელი გადასცეს. სახლის დირექტორმა, ხათუნა კურტანიძემ, სტუმრებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ სურამის სოციალური თერაპიის სახლი 250 ბენეფიციარს ემსახურება. ისინი აქ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში არიან ჩართულნი და დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობით. საქველმოქმედო აქციაში მონაწილებდნენ: სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამსახურის თანამშრომელი, გიორგი პატაშური, ქვემო ქართლის რეგიონალური კოორდინატორი, აბაი ფაშაევი და სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი. რელიგიის სააგენტოს საქველმოქედო აქციები გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა