მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

„ცირკულარული ეკონომიკის მომსახურება - გლობალური გადასვლის შესაძლებლობა საერთაშორისო ვაჭრობის გზით“ თემაზე მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ონლაინ კონფერენცია ფინეთის ინოვაციების ფონდის „Sitra“ ორგანიზებითა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) მხარდაჭერით შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი ცირკულარული ეკონომიკის ახალ და ინოვაციურ მომსახურებაზე დაფუძნებულ მოდელზე გადასასვლელად მოლაპარაკებების ხელშეწყობა იყო, რაც მომავალში ახალი სამუშაო ადგილებისა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფას წაახალისებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკამ და სავაჭრო პოლიტიკამ ერთმანეთის ურთიერთწახალისება უზრუნველყოს. იმის მიუხედავად, რომ ცირკულარული ეკონომიკისკენ სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკის გარკვეულ სფეროებში პირველადი და მეორადი მასალების, ნარჩენების იმპორტისა და ექსპორტის შემცირებას გამოიწვევს, ეს პროცესი მომსახურებით ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, - განაცხადა გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მოდელის დანერგვაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალი მოდელი ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირებას, ეკოსისტემების მდგრადობას ემსახურება და გაეროს მიერ განსაზღვრულ მდგრადი განვითარების მიზნებს პასუხობს. ფონდმა Sitra და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISD), ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საპილოტე კვლევა ჩაატარეს, თუ როგორ ხდება ცირკულარული ეკონომიკის ხელშემწყობი მომსახურების გაყიდვა საზღვრებს გარეთ და როგორ შეიძლება ამ ბიზნესისა და მისი საერთაშორისო გავრცელების ხელშეწყობა.

სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრას ფონდის „Sitra” და ცირკულარული ეკონომიკის წარმომადგენელი მალენა სელი, ლინდსტრომის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ანა-კაისა ჰუტუნენი, ფონდოს „Sitra” კლიმატისა და ბუნების გადაწყვეტილებების წამყვანი სპეციალისტი საარა ტამინენი, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის ვაჭრობის ექსპერტი ალის ტიპინგი, აღმასრულებელი დირექტორი იოსტ დეკლუივერი, OECD-ის ვაჭრობისა და გარემოს პოლიტიკის ანალიტიკოსი შუნტა იამაგუჩი, Business Europe მრჩეველი ლეონ დე გრაფი, ევროკომისიის ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი მადლენ ტუინინგა და ევროპული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუტის გლობალური გამოწვევებისა და SDG პროგრამის ხელმძღვანელი მარიან კეტუნენი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო