აზერბაიჯანული მედია - სომხეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ განჯაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია კომპანია „აზერენერჯიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ რაკეტები, რომლის სამიზნე მინგეჩაურის წყალსაცავი იყო, ჰაერშივე განადგურდა, განჯის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამუხ – გარდაბნის საერთაშორისო მნიშვნელობის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი,“- აცხადებენ „აზერენერჯიში“.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ დაზიანება მოკლე დროში აღმოფხვრა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს